
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლაში, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მოწვევით, უფროსმა მკვლევარებმა გიორგი ბადრიძემ და კახა გოგოლაშვილმა მოსწავლეებისთვის ლექცია წაიკითხეს.
გიორგი ბადრიძის ლექციის თემა იყო - „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირება“, ხოლო კახა გოგოლაშვილის კი - „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“.
ლექცია საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები