წყალტუბოს N4 სკოლის III კლასში მრავალფეროვანი რესურსებით დატვირთული ბუნების გაკვეთილი ჩატარდა
26-10-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასში ბუნების გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი რესურსებით დატვირთული იყო.

საგნის მასწავლებელი ხათუნა ქუთათელაძეა.

მოსწავლეები მასწავლებლის მიერ მიწოდებული ვიდეორგოლით გაეცნენ დამატებით ინფორმაციას გალაქტიკის შესახებ და საინტერესო თემებზე გააკეთეს პრეზენტაციები, წარმოადგინეს ნახატები და სხვადასხვა ხასიათის ნამუშევრები თემაზე: „გალაქტიკა“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დამატებითი რესურსების შექმნით ჩატარებული გაკვეთილები ადვილად აღსაქმელია და ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გამოვლინებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203