6 პედაგოგს, მანდატურს, 11 მოსწავლეს და ბაღის თანამშრომელს კორონავირუსი აქვთ დადასტურებული - რა ეპიდ-მონაცემებია რუსთავში?
24-10-2020

რუსთავში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 4 სკოლასა და 23-ე ბაგა-ბაღშია შეწყვეტილი. კორონავირუსი ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა. სკოლებში კი ინფექცია 6 პედაგოგს, მანდატურს და 11 მოსწავლეს აქვს გამოვლენილი.

„ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ბაღში სადაც ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი, სწავლა შევწყვიტეთ. ყველა თანამშრომელი გადასულია თვითიზოლაციაში“, - განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.

რაც შეეხება სკოლებს, როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, კორონავირუსული ინფექცია, ამ დროისთვის 6 პედაგოგს, მანდატურსა და 11 მოსწავლეს აქვს დადასტურებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203