ჭიათურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
23-10-2020

ჭიათურის N7 საჯარო სკოლის  I კლასმა ანბანის სწავლა ღონიძიებით დაიწყო.

„მიუხედავად პანდემიით შექმნილი რთული ვითარებისა,  ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლის I კლასი ანბანის მობრძანებას მოკრძალებულად, მაგრამ საზეიმოდ შეხვდა: სკოლის ვრცელ ეზოში დისტანციურად დადგმულ სკამებზე განთავსებული პირველკლასელთა მშობლები, რამდენიმე მასწავლებელი და გაკვეთილი ღია ცის ქვეშ! ცისარტყელასავით ფერადი განწყობით დაიწყეს ანბანის სწავლა, რითაც, იმედია, შინაარსიან და საინტერესო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203