თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანა კვაშილავამ მარტვილის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მე-3 ადგილი დაიკავა
23-10-2020

თამაკონის საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლემ, ანა კვაშილავამ მარტვილის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მე-3 ადგილი დაიკავა. 

სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს. 

მარტვილის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მარტვილის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203