ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ცაგურიამ ხონის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მეორე ადგილი დაიკავა
23-10-2020

ქუტირის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ მარიამ ცაგურიამ ხონის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მეორე ადგილი დაიკავა. 

სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ. 

„ქუტირის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები ულოცავენ ამავე სკოლის მეათე კლასის მოსწავლეს, მარიამ ცაგურიას ხონის ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონში“ მეორე ადგილის დაკავებას“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება ხონში, ხონის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა. 

ხონის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ხონის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ტარდება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203