ბათუმის N20 საჯარო სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა ონლაინ ვიქტორინაში წარმატება მოიპოვა
23-10-2020

ბათუმის N20 საჯარო სკოლის კლუბები დისტანციურ რეჟიმშიც აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებსა და კონკურსებში და წარმატებასაც აღწევენ.

სკოლის სასკოლო კლუბები- ლიტერატორული კლუბი და „სკრუპტორიუმი“ დისტანციურ რეჟიმში აქტიურად და ხალისით ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მაგალითად ლიტერატურული კლუბის წევრები წარმატებით მონაწილეობდნენ კონკურსში - „ყველაზე წიგნიერი გუნდები“. „მისალოცთა კლუბის“ მოსწავლეთა გუნდი -„ქიმერიონი“ კონკურსის ფინალში გადავიდა. ასეთია მათი გზა „მისალოცთა კლუბიდან“ კონკურსის ფინალამდე.

„ჩვენი ლიტერატურული კლუბი უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს. გასულ სასწავლო წელს ვმონაწილეობდით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში - „ყველაზე წიგნიერი გუნდები“. ჩვენი ლიტერატურული კლუბიდან 4 გუნდი შევქმენით და გავემგზავრეთ თბილისში. 4 გუნდიდან მეორე ტურში გადავიდა სამი. პანდემიამ ხელი შეუშალა კონკურსს. 2019-20 სასწავლო წლის მაისისათვის დაგეგმილი იყო მეორე ტური, მაგრამ ვერ ჩატარდა. თუმცა დისტანციურად teams-ისა და Flipgrid-ის პლატფორმაზე ჩვენ გავაგრძელეთ შეხვედრები. ახალი 2020-21 სასწავლო წლისათვის კვლავ დისტანციურად მუშაობდა ჩვენი კლუბი. 5 ოქტომბერს, როგორც იქნა, პანდეემიის გამო გადადებული- „ყველაზე წიგნიერი გუნდების“ მეორე ტურის თარიღები გახდა ცნობილი. მე-6, მე-7 კლასებისათვის 17 ოქტომბერს გაიმართა შეჯიბრი. რა თქმა უნდა, ვიქტორინა ჩატარდა ონლაინ. გუნდები მითითებულ დროს შეიკრიბნენ ერთ სივრცეში. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ : I გუნდი -„4.33 სიჩუმე;“ II გუნდი -„ მისალოცები“; III გუნდი -„ქიმერიონი“. ფინალში გადავიდა მესამე გუნდი „ქიმერიონი“;  მადლობა კლუბის ყველა მონაწილეს. ისინი ერთად გუნდურად მუშაობენ და შედეგიც სახეზეა. „ქიმერიონის“ ფინალში გადასვა „მისალოცთა კლუბის“ თითოეული წევრის მიღწევაა“,- აღნიშნავს „მისალოცთა კლუბის“ ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა დავითაძე.

კლუბის მოსწავლეთა აქტივობები იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203