ბალდის საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ აქტიურად არის ჩართული
23-10-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალდის საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ აქტიურად არის ჩართული.

სკოლის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ინტენსიურად მიმდინარეობს ონლაინ შეხვედრები საგნის ექსპერტებთან.

„ბალდის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული „ახალი სკოლის მოდელში“ და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაო ონლაინ შეხვედრები საგნის ექსპერტებთან. განსაკუთრებით საინტერესო და სახალისოა შეხვედრა სკოლის კოორდინატორთან, ქალბატონ ნანა გუჯეჯიანთან. ის ენერგიას არ იშურებს იმისთვის, რომ ყველა მასწავლებლისთვის გასაგები გახადოს ყოველგვარი სიახლე რაც დაკავშირებულია ახალი სასწავლო გეგმის დანერგვასთან სკოლაში.წარმატებებს ვუსურვებთ ყველა პედაგოგს, ვინც ჩართულია ამ საპასუხისმგებლო სიახლეების სკოლაში დანერგვის საქმეში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203