ხეოთის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ეთერ ვეშაგური დაჯილდოვდა
23-10-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ეთერ ვეშაგური ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა. 

პედაგოგს გაწეული პედაგოგიური შრომისათვის მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

„ქალბატონ ეთერ ვეშაგურს ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, გადასცა მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქრები, გაწეული პედაგოგიური შრომისათვის, სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის სახელით მადლობას ვუხდით მუნიციპალიტეტის მერიას ასეთი ტრადიციული აქტივობისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203