დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მარადმწვანე", რომლის დევიზია „უკეთესი მომავლისთვის", „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“-ის კონკურსში ჩაერთო (მასწავლებელი ნათელა ბუთხუზი) და ფინალში გადავიდა.
„არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მარადმწვანე“, რომლის დევიზია „უკეთესი მომავლისთვის“, ჩაერთო „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“-ის კონკურსში (მასწავლებელი ნათელა ბუთხუზი) და ფინალში გადავიდა.
არხილოსკალოს საჯარო სკოლა მადლობას უხდის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს. კერძოდ კი დედოფლისწყაროს მერს ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილს და კულტურის ხელმძღვანელს ილია მარტყოფლიშვილს, რომლებმაც დააფინანსეს ექსკურსია კახეთში, სადაც კლუბის წევრებმა მოინახულეს კახეთის ღირსშესანიშნაობები: ელია-გოდერძი გონაშვილის ღვინის მარანი, საქობოს სანერგე მეურნეობა, ხირსელის მონასტერი და ლაგოდეხის ნაკრძალი", - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები