ზედა სამების საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
23-10-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა სამების საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„დიდი ხნის ნანატრი ოცნება ახდენილია. მადლობა ამ დიდი საჩუქრისათვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განსაკუთრებით ქალბატონ მაია ხაჯიშვილს.

მოსწავლეებს ელოდება სრულად რეაბილიტირებული, სუფთა და მოწესრიგებული სკოლა. ვულოცავთ პედაგოგებს, აღსაზრდელებს და მთელ სოფელს ამ დიდ სიახლეს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203