თბილისის N90 საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
23-10-2020
თბილისის N90 საჯარო სკოლაში შენობის სრული დეზინფექცია ჩატარდა.

„ახალი Covid-19  ინფექციის პრევენციის მიზნით 22 ოქტომბერს, 90-ე სკოლაში ჩატარდა სკოლის შენობის სრული დეზინფექცია. სადეზინფექციო სამუშაოები შესაბამისმა სერტიფიცირებულმა სადეზინფექციო სამსახურმა ჩაატარა.

ანტიალერგიული და ანტისეპტიკური ხსნარებით დამუშავდა სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები, სპორტდარბაზი, ბიბლიოთეკა, სველი წერტილები“, - აღნიშნულია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203