„არა ძალადობას“ - ყელქცეულის საჯარო სკოლაში აქტივობა განხორციელდა
23-10-2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში თემაზე - „არა ძალადობას“ აქტივობა განხორციელდა. 

მოსწავლეებმა ლოზუნგებით - „არა ძალადობას“, „არ მომკლა“, „ვგმობთ ძალადობას“, დავძლიოთ ძალადობა სკოლაში“, „მე შენ მიყვარხარ“, „შეაჩერე ძალადობა“, „არა ბულინგს“პოსტერები დაამზადეს. 

მოსწავლეებმა ჩაგვრის მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრეს და ძალადობის პრევენციის გზების ძიებას შეეცადნენ. 

აქტივობა ძალადობის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203