გაიცანით აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა ჯიშკარიანი, რომლის ჰობია izrune.ge-ს ყველა დავალების შესრულება
23-10-2020

აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა ჯიშკარიანი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და ტესტებს წარმატებით გადის. 

„მოგესალმებით. მე დიანა ჯიშკარიანი ვარ, აჭყვისთავის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე. მეც ერთ-ერთი პატარა ქართველი ვარ, რომლის ჰობია izrune.ge-ს ყველა დავალების შესრულება. მაინტერესებს ყველა შემეცნებითი და გასართობი ინფორმაცია, რაც სწავლას და სკოლას უკავშირდება. ძალიან მიყვარს კროსვორდები, ტესტები და ისტორიული ამბები, რაც ჩემი ქვეყნის წარსულსა და მომავალს ეხება. ჩემი ჰობია საინტერესო წიგნების კითხვა და იმ ინფორმაციის მოძიება, რომელიც სკოლასთან და სწავლასთანაა დაკავშირებული.ჩემი ერთ-ერთი ჰობი ხატვაც არის, რაც მეხმარება ჩემი ჩანაფიქრის სხვისთვის გაზიარებაში და ფურცელზე გადატანაში. ჩემი სურვილია: ვმონაწილეობდე ყველა მსგავს პროექტში, როგორიცაა izrune.ge. მეამაყება, რომ izrune.ge-ს ტესტებს ხალისით და მონდომებით ვასრულებ.  მინდა, რომ ყველა ბავშვი მიზანდასახული და კმაყოფილი იყოს. მეამაყება პროექტი- izrune.ge, რომელიც ყველა ბავშვს ახარებს და აბედნიერებს. izrune.ge მეხმარება, რომ ვიყო უფრო კარგი და საუკეთესო მოსწავლე!“,-მიზანდასახული, ჭკვიანი და მოტივირებული დიანა თავის სიხარულს ასეთი თბილი ფორმით გვიზიარებს.

22 ოქტომბერს izrune.ge-ზე „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ სავარჯიშო ტესტის დღე იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203