წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს არჩევნების მნიშვნელობაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
23-10-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის - „ერთობა“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ტრენინგს ესწრებოდნენ. 

ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს - „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“.

პროექტის კოორდინატორი მარიკა ვაჭარაძე და ტრენერი ქრისტინე მაღლაკელიძე მოსწავლეებს არჩევნების მნიშვნელობასა და პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ ესაუბრნენ.

საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი, იურიდიულ მეცნიერებათა მკვლევარი მაგისტრატი ბექა ძოწენიძე მოსწავლეებთან ერთად ჩაერთო ჯგუფურ მუშაობაში. ტრენინგს ესწრებოდნენ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები - ფიქრია გიორხელიძე და თეა ბობოხიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203