ნიგვზარის საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით დაიწყო
23-10-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი რეგულაციების სრული დაცვით დაიწყო.

სკოლა სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებული, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით შეხვდა. სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს. . 

სკოლაში მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, აღჭურვილია დეზობარიერით, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებებით. 

იმის შესახებ თუ როგორ მოემზადა სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დასაწყებად - სკოლის პედაგოგმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტმა, ელზა ხარშილაძემ ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ისაუბრა. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203