კიცხის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი იამზე პავლაძე დაჯილდოვდა
22-10-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის გეოგრაფიის ღვაწლმოსილი პედაგოგი იამზე პავლაძე მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს დაჯილდოვდა.

მასწავლებელს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) რაიონული ორგანიზაციის, კულტურის სამსახურისა და საკრებულოსგან  ფასიანი საჩუქრები გადაეცა. 

სკოლა მასწავლებელს წარმატებას ულოცავს. 

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203