
ახალციხის მუნიციპალიტეტის გურკელის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ.
პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. პანდემიის პირობებში პირველკლასელებისთვის სკოლამ საკლასო ოთახი ბუშტებით მორთო და მოსწავლეებს სკოლაში შესვლის დღე გაულამაზა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტო