სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
22-10-2020

16 ოქტომბერს​, მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, ჩატარდა. 

„მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა ჯერჯერობით ჩვენი სკოლა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩავატარეთ ეს არჩევნები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

თვითმმართველობა მოსწავლეთა არჩევითი ორგანოა, რომელიც სკოლის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში  თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით ირჩევენ.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203