
მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ქრისტინა კარდაშიანმა საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლე „კინგსის“ ქართული ენისა და ისტორიის ოლიმპიადების ფინალურ ტურში მონაწილეობდა.
ქრისტინა კარდაშიანი წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
სკოლის მოსწავლის პედაგოგები ელენე გუგუტიშვილი და ლია ბოღლოციშვილი არიან.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.
იხილეთ ფოტოები