ნათიას რეკომენდაციის დღე - ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ხოზრევანიძე თანატოლებს წიგნებს ურჩევს
22-10-2020
ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნათია ხოზრევანიძე თანატოლებს წიგნების შესახებ რჩევებს აძლევს. 

მოსწავლე ვიდეორგოლებს იღებს, სადაც წაკითხული წიგნების შესახებ საუბრობს. ნათია ხოზრევანიძე ასევე არის საქართველოს შემეცნებითი ცენტრის მოხალისე.

სკოლის დირექტორი ლადო ხოზრევანიძე, დამრიგებელი შორენა სურმანიძე და ყველა პედაგოგი მოსწავლით ამაყობს და წარმატებას უსურვებს. 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლადო ხოზრევანიძე, დამრიგებელი შორენა სურმანიძე და სკოლის ყველა პედაგოგი ამაყობს მე-9 კლასის მოსწავლის ნათია ხოზრევანიძის რეკომენდაციებით! ნათია ხოზრევანიძე ყოველ ორშაბათს დებს ვიდეოს ჩანაწერს და სხვადასხვა  ჟანრის საინტერესო წიგნების რეკომენდაციებს იძლევა. აქვს ბევრი გამოწვევა, ასევე არის საქართველოს შემეცნებითი ცენტრის მოხალისე. ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია წარმატებას უსურვებს მოსწავლეს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203