ცხუნკურის N2 სკოლის IX კლასში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პირველი გაკვეთილი ჩატარდა
22-10-2020

21 ოქტომბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის IX კლასში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პირველი გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილს პედაგოგი დარეჯან ტუსკაძე ხელმძღვანელობდა. 

„გაკვეთილის მიზანი იყო პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე მოსწავლეთა ინფორმირება, პროფესიათა მახასიათებლების და კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელთათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გააზრება“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203