წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
22-10-2020

19 ოქტომბერს, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ​VII კლასში (დამრიგებელი დარეჯან ჯიშკარიანი, საგნის მასწავლებელი თამარ გრიგოლია) ქართულ ენასა და ლიტერატურაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა იყო - „ენის წარმოშობა“.

ბავშვებმა შთამბეჭდავად და საფუძვლიანად ისაუბრეს ენის წარმოშობის განვითარებისა და ფუნქციების შესახებ. წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები დამწერლობის სახეებზე.

გაკვეთილი დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ და სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ დალი სილაგაძემ.

გაკვეთილზევე დაიგეგმა მომდევნო კრეატიული გაკვეთილის ჩატარება ღია სივრცეში, წიგნიერების განვითარების მიმართულებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203