აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებმა პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
22-10-2020
აფხაზეთის N3 საჯარო სკოლამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეგულაციების დაცვით განაახლა. 

სკოლის კედლებში სწავლის დაწყება განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა პირველკლასელებისთვის. ყველაზე პატარების საზეიმო განწყობაზე იზრუნეს მასწავლებლებმა, რომლებმაც მოსწავლეებს მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

„პირველად. . . პირველ კლასში . . . ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლამ ცოდნის კარი გაუღო პირველკლასელებს.

მსოფლიოში არსებული რთული სიტუაციის მიუხედავად, შევძელით დაგვეძლია თითქმის ყველა წინააღმდეგობა და დაგვეწყო სწავლის პროცესი. იმედია, მალე სრული დატვირთვით გავაგრძელებთ მუშაობას. წარმატებები, ბავშვებო!!!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203