
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ეკა გოლიაძემ და ინეზა დედოფალიძემ სტატუსი აიმაღლეს.
პედაგოგებმა 2020 წლის იანვარში უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.