
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასში თემაზე - „განათება და არქიტექტურა“ ხელოვნებაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს ინგა გრძელიძე ხელმძღვანელობდა.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემის მიმართ საოცარი ინტერესი და კრეატიულობა გამოიჩინეს. მათ დამოუკიდებლად გააკეთეს შენობის მაკეტები და დაამონტაჟეს შიდა განათება.
„მადლობა მოსწავლეებს მ. ჯიმშელეიშვილს, ნ.ტალიაშვილს,ნ. კობაიძეს,დ. თუთბერიძეს და მათ ნიჭიერ ხელოვნების მასწავლებელს ინგა გრძელიძეს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები