
ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები - ლევან ფილფანი და ნიკა უდესიანი მესტიის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მოხვდნენ.
ლევან ფილფანმა მესტიის „ეტალონის“ ღონისძიებაში მე-3 ადგილი დაიმსახურა, ნიკა უდესიანი რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს.
სკოლა მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს, ასევე, მადლობას უხდის პროექტ „ეტალონის“ ავტორსადა წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს პანდემიის პირობებშიც კი მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის.
„ლევან ფილფანი, ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის, წარმატებული მოსწავლეა, მან 2020 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მესტიის ღონისძიებაში, მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გამართულ კონკურსში, მესამე ადგილი დაიკავა. ასევე, საუკეთესო ათეულში მოხვდა, ამავე სკოლის მე-11 კლასელი, ნიკა უდესიანი.
ლენჯერის N1 სკოლა ყველა გამარჯვებულს ულოცავს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს მომავალ დიდ გამარჯვებებს.
სკოლა ასევე მადლობას უხდის პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც პანდემიის პირობებშიც კი არ წყვეტს ზრუნვას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. ასევე, მადლობას ვუხდით მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და კოლეჯ „თეთნულდის“ დირექტორს ქალბატონ ირმა ჯაფარიძეს ღონისძიების ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ჩატარებისათვის“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები