
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე, თანამშრომლები - თინათინ ბოჭორიშვილი და ნანა ხიჯაკაძე და ასევე პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლალი სებისკვერაძე სტუმრობდნენ. მათ სკოლის მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს.
სკოლის საუკეთესო პედაგოგს ინგა გლუნჩაძეს კი სტუმრებმა საჩუქრები გადასცეს.
სკოლის დირექტორი ინგა გლუნჩაძეს ახასიათებს როგორც აქტიურ და შრომისმოყვარე მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს გამორჩეულად უყვართ.
„ინგა გლუნჩაძე არის ბავშვების საყვარელი მასწავლებელი, აქტიური ცხოვრებაში, საზოგადო მოღვაწეობაში, მეგობრული, საიმედო, ყოველმხრივ დადებითი ადამიანი, უყვარს სოფელს, ბავშვებს, მშობლებს, ყველასთვის გამორჩეული ადამიანი და პედაგოგი“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი.
სკოლის ადმინისტრაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მერიას, პროფკავშირს პედაგოგებზე და სკოლებზე ზრუნვისათვის მადლობას უხდის.
„სასიამოვნოა ასეთი ყურადღება და გულისხმიერება, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს წარმატების გზაზე. მადლობა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მერიას, პროფკავშირს პედაგოგებზე და სკოლებზე ზრუნვისათვის“,- ნათქვამია მადლობის წერილში.
იხილეთ ფოტოები