ცეცხლაურის N2 სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდებიან
21-10-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლიზა ბოლქვაძემ, მილედი ხოზრევანიძემ და დავით ხოზრევანიძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
წარჩინებულ მოსწავლეებს პროგრამის- „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში კომპიუტერებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გადასცემს.