
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით გაკვეთილზე სასწავლო რესურსი შექმნეს.
პედაგოგმა ნინო ქლიბაძემ სასწავლო პროცესის დროს მეთოდი - „სწავლა კეთებით“ გამოიყენა.
„პაწაწინა ხელებით გულმოდგინედ შექმნილი რესურსი. ერთი ასო-ბგერის დამატებით მივიღეთ სხვა მნიშვნელობის სიტყვა“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.