
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვერა მოროზოვამ სტატუსიან მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცა და პროფესიული წინსვლა მიულოცა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში 18 მასწავლებელია. მათ შორის ერთი წამყვანი -ვენერა მღებრიშვილი და 8 უფროსი მასწავლებელი - ვერა მოროზოვა, ვარდუი კაზარიანი, რიდა გალსტიანი, თამარა სუკასიანი, ხათუნა ლომიძე, ანაიტ პარონიანი, ანაიდა აბგარიანი და ჰაიასტან ქოსიანი.
სკოლის დირექტორმა პედაგოგებს სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცა და მომავალში პროფესიული წარმატება უსურვა.