
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლასა და სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო.
„2020 წლის ზაფხულში სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტსა და სკოლას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა. არსებული სიტუაცია ასეთია: ჯანდაცვის ფაკულტეტს აქვს ფრანგულენოვანი მიმართულება, ზრუნავენ ენის პოპულარიზაციაზე და აქვთ სურვილი ფაკულტეტით დააინტერესონ ფრანგულენოვანი სტუდენტები.
ფაკულტეტის მაგისტრანტებთან ერთად მოვამზადეთ კლუბის პროექტი. კლუბის სახელწოდებაა „PAS“ დევიზით: L'environnement propice pour notre santé. წარმატებები სტუდენტებსა და მოსწავლეებს!“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.