დაბაძვლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საინტერესო და სახალისო აქტივობებით დაიწყეს
21-10-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძვლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ინგა ქარქაშაძემ წინასაანბანო პერიოდის დასრულების შემდეგ პირველკლასელებს საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილი შესთავაზა.

პირველკლასელები ეზიარნენ ორი ხმოვნისგან შედგენილ საოცარ სიტყვას - „ია“. გაკვეთილი სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

„მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ მასწავლებლის მიერ დაგეგმილ მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში. გაკვეთილი სახალისო და პოზიტიურ გარემოში წარიმართა. მეთოდმა „კეთებით“ სწავლამ სასწავლო პროცესს სიფერადე და სიხალისე შემატა. მასწავლებელმა ანბანეთში სამოგზაუროდ პატარებს პირველი ნაბიჯი დაულოცა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203