ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ისტორიის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ
21-10-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ისტორიის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ. 

გაკვეთილის თემა იყო - „პირველი სამდინარო ცივილიზაციები“.

პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს. ​კორონავირუსის პანდემიის პირობებში კი სუფთა ჰაერზე ჩატარებული გაკვეთილები მეტად უსაფრთხოა, რადგან ღია ცის ქვეშ ბევრად მარტივია მოსწავლეებს შორის ფიზიკური დისტანციის დაცვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203