ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ფოტოკონკურსი - „შემოდგომის სურათი“ გაიმართა
21-10-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ფოტოკონკურსი - „შემოდგომის სურათი“ გაიმართა. 

კონკურსი მოსწავლეებისთვის პედაგოგმა ინეზა ცენტერაძემ ჩაატარა.

მოსწავლეებმა კონკურსზე შთამბეჭდავი ნამუშევრები წარადგინეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მასწავლებლები ძალას არ იშურებენ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების რეალიზება.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203