არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა ნახშირწყალბადის ბურთულოვანი მოდელები ააწყვეს
21-10-2020

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილზე (პედაგოგი: ნინო ბენიძე) ააწყვეს ნაჯერი რიგის ნახშირწყალბადები, ალკანების ბურთულოვანი მოდელები.

ალკანი - ისეთი ღია ჯაჭვიანი ნახშირწყალბადია, რომლის მოლეკულაში ნახშირბადის ატომები ერთმანეთთან დაკავშირებულია მარტივი ბმებით. ალკანის პირველი წევრი მეთანია, რომელიც ბუნებრივი აირის ძირითადი კომპონენტია. პროპანის და ბუტანის ნარევი კი შესაძლოა სპეციალურ ბალონში ჩავტვირთოთ და საწვავად გამოვიყენოთ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203