წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მუსიკის საერთაშორისო დღეს გაკვეთილი მიეძღვნა
21-10-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასში მუსიკის საერთაშორისო დღეს მუსიკის გაკვეთილი მიეძღვნა.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა თემები წარმოადგინეს. ლილე ჩხაბერიძემ - მასწავლებელს და თანაკლასელებს წარუდგინა თემა -„ბალეტის წარმოშობა“ , თეკლა გორდულაძის​ და ნანუკა კობაიძის​ თემა იყო - „ხალხური საკრავები“, დავით თუთბერიძემ თემაზე -„გუნდის მრავალფეროვნება“ ისაუბრა, ანანო ვეკუამ კი - „ოპერის წარმოშობის ისტორია“ წარმოადგინა. 

მოსწავლეებმა ასევე საინტერესო ნახატების პრეზენტაცია მოაწყვეს მუსიკალურ საკრავებზე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203