წყალტუბოს N1 სკოლის II კლასში თემაზე - „შემოდგომის ფერხული“ კლასის საათი ჩატარდა
21-10-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის II კლასში (დამრიგებელი მანანა წულაია) თემაზე - „შემოდგომის ფერხული“ კლასის საათი ჩატარდა. 

კლასის საათის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ შრომის არსი.

„ბავშვებმა ხალისით გაიხსენეს შემოდგომის თემასთან დაკავშირებული სიტყვები, ფრაზები მოვლენები; აღნიშნეს ბუნების ფერების საოცარი შერწყმა, გაგვაცნეს თავიანთი მონაწილეობა შემოდგომის ფერხულში, სოფელში სტუმრობის დღეები და ნახატებში გააცოცხლეს ემოციები. ხვავრიელი შემოდგომა უსურვეს ერთმანეთს და საქართველოს. გაიაზრეს, რომ შრომა აუცილებელია ბარაქისთვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203