ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი გვარმიანი მესტიის მუნიციპალიტეტის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მე-2 ადგილის მფლობელია
20-10-2020
ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი გვარმიანი მესტიის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტონგში მოხვდა. 

ნინი გვარმიანმა 65 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ შარშან „ეტალონის“ მე-2 ეტაპის ღონისძიებაში სკოლის აღსაზრდელმა მარიამ ცინდელიანმაც მე-2 ადგილი დაიკავა. 

სკოლა წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს. 

„ნინი გვარმიანი, ნაკრის საჯარო სკოლიდან -2020 წლის მეორე ადგილის მფლობელი და მარიამ ცინდელიანი-2019 წლის მეორე ადგილის მფლობელი „ეტალონში“...ვამაყობთ ჩვენი ბავშვებით“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მესტიის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ღონისძიება კოლეჯში - „თეთნულდი“ გაიმართა.

მესტიის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203