
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ჯავშანიანის საჯარო სკოლა ჩაერთო ახალ პროექტში „კინო სკოლაში“, რომელიც ადგილობრივი მოსწავლეებისთვის განხორციელდება და მათ კინოსამყაროსთან დაკავშირებულ უამრავ სიახლეს აზიარებს.
„საქმე ის გახლავთ, რომ ამ პროექტში ჩართვის სურვილი თავად სკოლამ გამოთქვა და მართლაც სასიხარულო იყო, რომ განცხადების განხილვის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, ჩვენი თხოვნა დაეკმაყოფილებინათ.
პროექტი „კინო სკოლაში“, მოიცავს 15 ონლაინ-გაკვეთილს, რომლის ხანგრძლივობაც ერთი საათია და ამ ონლაინ-გაკვეთილებს სპეციალისტი ჩაატარებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი მოუთმენლად ელიან ახალი პროექტის დაწყებას, რომელიც მათ თვალსაწიერს უფრო გააფართოებს.