
თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ პირველკლასელებმა ანბანის გაცნობა დაიწყეს.
მოსწავლეებმა ანბანის გაცნობა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს. პედაგოგმა მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ასამაღლებლად საკლასო ოთახიც საგანგებოდ მოირთო.
„კერძო სკოლა „ცოდნას“ პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს. წარმატებულ გზაზე გევლოთ ჩვენო პატარებო!“ - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები