ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პირველკლასელები პედაგოგმა სპორტულ აქტივობაში გამოიწვია
20-10-2020

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები, პედაგოგმა - ეკა ქართველიშვილმა სპორტულ აქტივობაში გამოიწვია. თავს პაწაწუნებს უსაყვარლესმა ეკა მასწავლებელმა ვიდეო გაუზიარა, სადაც საუბრობდა, რომ ისინი უნდა აჰყოლოდნენ სპორტულ აქტივობებში, ევარჯიშათ და ყოფილიყვნენ ბევრად ჯანსაღები.

„ივარჯიშეთ ჩემთან ერთად, ჩემზე უკეთ“ - ასე მიმართა პედაგოგმა ბავშვებს, რომლებიც დღეს დისტანციურად სწავლობენ და მიუხედავად იმისა, სკოლაში წასვლის სიხარულს, მასწავლებლების გაცნობის ბედნიერებას ჯერ ვერ ეზიარნენ, უკვე აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში; ისინი გულმოდგინედ სწავლობენ, რადგან ზუსტად იციან- არსებული ვითარება მალე გამოსწორდება და საყვარელ ეკა მასწავლებელსაც ჩაეხუტებიან. მანამდე კი, სწორად აქვთ გააზრებული - უნდა ივარჯიშონ, რათა იყვნენ ბევრად ჯანმრთელები და ვერანაირი ვირუსი ვერ მოერევა.


ვიდეორგოლი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203