
დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის საუკეთესო მასწავლებელი თეა ტალახაძე მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს დაჯილდოვდა.
მასწავლებელს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) რაიონული ორგანიზაციის, კულტურის სამსახურისა და საკრებულოსგან ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
სკოლა მასწავლებელს წარმატებას ულოცავს.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები