ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
20-10-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნუნუ ნიკოლაძე და თენგიზ აბულაძე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირებაში აქტიურად ჩაერთვნენ. II ეტაპზე გადავიდნენ ნუნუ ნიკოლაძე და თენგიზ აბულაძე.

„ეტალონის“ ღონისძიება თერჯოლაში, ღვანკითის საჯარო სკოლის მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ გაიმართა, სადაც ყველა პირობა იყო შექმნილი მონაწილეთა მოტივაციის ასამაღლებლად.

ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ თერჯოლის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203