„ჩემი შინაური ცხოველები“-წყალტუბოს N4 სკოლის მესამეკლასელებმა ინგლისურ ენაში საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
20-10-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში საინტერესო კომპლექსური დავალება - „ჩემი შინაური ცხოველები“ შეასრულეს.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი იულია კუხალაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა პრეზენტაციის დროს წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული ნახატები და ისაუბრეს საყვარელი ცხოველების შესახებ, რომლებიც სახლში ჰყავთ ან უბრალოდ განსაკუთრებულად გამოარჩევენ.