ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლე ლინდა გოგია ესეების კონკურსში მონაწილეობდა
20-10-2020

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლინდა გოგია ესეების კონკურსში - „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ მონაწილეობდა.

კონკურსს, მეფე ერეკლეს 300 წლის იუბილეს ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის ატარებს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლინდა გოგია კონკურსის გამარჯვებულთა სიის გამოქვეყნებას მოუთმენლად ელოდება. 

„მეფე ერეკლეს 300 წლის იუბილეს ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის ატარებს ორ სასკოლო კონკურსს: ესეების კონკურსი „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“, რომელშიც მონაწილეობა მოისურვა ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლემ ლინდა გოგიამ. მოსწავლე დიდი ინტერესით ელოდება გამარჯვებულთა სიის გამოქვეყნების დღეს!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203