ნოღისა და ჭოგნარის საჯარო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივი ლაშქრობა მოაწყვეს
20-10-2020

12 სექტემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლების - ნოღისა და ჭოგნარის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიება მოაწყვეს.

მათ ტელეფისის ციხესიმაგრე დალაშქრეს.​

„ტელეფისი მე-6 საუკუნის უნიკალური ძეგლია. მართალია, დღეს მისი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, მაგრამ იყო დრო, როდესაც ორ უზარმაზარ სახელმწიფოს, სპარსეთსა და ბიზანტიას სწორედ აქ ჰქონდა ბრძოლები...

ლაშქრობაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები: ქეთევან მეფარიშვილი, ელზა ჯვარშეიშვილი, ნათია სანიკიძე და თამუნა ქორიძე.

მოსწავლეები გაეცნენ ტელეფისის ისტორიას. მათ მხიარულად გაატარეს დრო: იმღერეს, იცეკვეს და მასწავლებლებთან ერთად სხვადასხვა თამაში ითამაშეს. 12 ოქტომბერი მარად დაუვიწყარი იქნება მათთვის. ღონისძიების ორგანიზატორი (სულისჩამდგმელი) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მაია ლორია“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203