ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის ნობათის გამოყენებით სხვადასხვა ნაკეთობები შექმნეს
20-10-2020

ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ნამუშევრები მიუძღვნეს. მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიით შემოდგომის ნობათის გამოყენებით სხვადასხვა ნაკეთობები შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.

„სკოლაში პედაგოგს ვირუსი დაუფიქსირდა და სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს. 19 ოქტომბერს დაგეგმილი გვქონდა საშემოდგომო ღონისძიება. აქტივობა მდგომარეობდა შემდეგში: სკოლის მოსწავლეებს უნდა შეექმნათ საკუთარი ფანტაზიითა და შემოდგომის დოვლათის გამოყენებით სხვადსხვა ნაკეთობები. რომელთა გამოფენაც სკოლის ეზოში უნდა გამართულიყო. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ამ ყველაფერმა მოსწავლეთა სამუშაო სივრცეში გადაინაცვლა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203