ინტერესით სავსე თვალები და ღიმილიანი სახეები - თბილისის N62 სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისოა
20-10-2020

თბილისის ჟიული შარტავას სახელობის N62 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის, პანდემიის და მისგან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს.

მასწავლებლები ძალასა და ენერგიას არ იშურებენ, რომ მოსწავლეებისთვის პირველი სასწავლო წელი ნაყოფიერი და საინტერესო იყოს.

„პირველი ზარი, პირველი ბგერა, პირველი სიტყვა, პირველი წინადადება, პირველი ნაბიჯები... ისინი პირველ კლასში არიან, მათ შეაღეს კარი თავგადასავლებით სავსე ცოდნის სამყაროში. 

პანდემიის, სირთულეების, საფრთხეების მიუხედავად, თბილისის ჟიული შარტავას სახელობის №62 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები: ლია ჭურაძე, ლენა პაპავა, ქეთევან ჯავახიშვილი, ლიზი ბაზუაშვილი, ახალი თაობების აღსაზრდელად არ იშურებენ ძალასა და ენერგიას, რომ საინტერესო და ნაყოფიერი იყოს მოსწავლეთათვის პირველი სასწავლო წელი. 

ინტერესით სავსე თვალები, ღიმილიანი სახეები ავსებს საკლასო ოთახებს, პატარები კითხულობენ, წერენ, ანგარიშობენ, სკოლას ავსებენ იმედითა და სიხარულით.

ჩვენი სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას, განათლებას, წინსვლასა და წარმატებას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...