„იაკობის კვალდაკვალ“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I კლასში ანბანის სწავლის დაწყებას საზეიმო გაკვეთილი მიუძღვნეს
20-10-2020

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I კლასში (ხელ-ლი: აზა ნაფეტვარიძე) ჩატარდა საზეიმო გაკვეთილი - ანბანის შემობრძანება თემაზე: „იაკობის კვალდაკვალ“.

კლასში შექმნილმა გარემომ დიდი გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე. ისინი ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ და ეცილებოდნენ: ლექსების, სიმღერებისა და ინსცენირების შესრულებაში.

„პატარებმა მოკრძალებული პატივი მიაგეს „დედაენას“ და მის შემოქმედს - იაკობ გოგებაშვილს, დაამტკიცეს, რომ მზე არასდროს ჩაქრება იმ ცაზე, რომელსაც 33 მზის სხივი (33 ასო-ბგერა) ამშვენებს ისევე, როგორც არასოდეს ჩაქრება იაკობის მზე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203